უსუფაშვილი: ივანიშვილი გეგმა B-ზე გადავიდა, ეცდება დემოკრატიულობა გაითამაშოს და “გაყიდოს”

ივანიშვილი გეგმა B-ზე გადავიდა, ეცდება დემოკრატიულობა გაითამაშოს, ასევე ბარიერის დაწევის თუ გაუქმებით ისევ გაითამაშოს ის, რაც თავის დროზე გააკეთოს და “გაყიდოს”, – – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ქართული ოცნება” ყველა გზით და საშუალებით შეეცდება მოახერხოს პარლამენტში დაკარგული საკონსტიტუციო უმრავლესობის აღდგენა ერთი კენჭისყრისთვის. თალაკვაძემ ყველაზე კარგად დაინახა აშშ-ში, რა დამოკიდებულებაა საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ, ახლა ხელისუფლება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილება აუცილებლად სჭირდებათ, სხვა შემთხვევაში ყველა ქვეყანა და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ძალიან სერიოზულ ყვითელ ბარათს აჩვენებს.

ამიტომ, ახლა შეეცდებიან, რომ გადავიდნენ გეგმა ბე-ზე. ის, რაც მოლაპარაკების მაგიდაზე არაერთხელ იყო განხილული, გერმანულ მოდელზე დაფუძნებული პროპორციული სისტემა, შემდეგ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების სისტემა, შემდეგ უკვე გაჟღერდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ასე თვლიან, რომ ამ ყველაფერზე წასვლა მათთვის არის სახიფათო. ამიტომ ახლა ივანიშვილი გადაერთო სხვა გეგმაზე. მას სურს შეაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტის შიგნით და 100/50-ის მცირე მოდიფიკაციაზე, შეიძლება ეს იყოს 110/40-ზე, ასევე ბარიერის დაწევის თუ გაუქმებით ისევ გაითამაშოს ის, რაც თავის დროზე გააკეთა, რომ აი რა დემოკრატიაა და ამას პირველ რიგში უცხოეთში “გაყიდის” როგორც კონსტრუქციულ ოპოზიციასთან შეთანხმება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად