უსუფაშვილი: 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარია პოლიტიკურად დაზიანდა და დაიჭრა

“ქვეყანაში პრემიერი აღარ გვყავს”,-ამის შესახებ, “შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“იყო პერიოდი, როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერი, მაგრამ 20 ივნისის მერე გახარია პოლიტიკურად სერიოზულად დაზიანდა და დაიჭრა. ვეღარც გიორგი გახარია არის პრემიერი.

ქვეყანაში პრემიერი აღარ გვყავს. მთავრობა გადადგეს და ახალი შეიქმნას კი არა, მთავრობა რომ არ გვყავს მოდი რამე მთვრობა გვყავდეს-ამ საკთხს ვაყენებ”,-გაანცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, 42 დღეა რაც მოძრაობა ”სირცხვილია” აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 20-21 ვნისს გავნითარებულ მოვლენებს, სერგეი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტის და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად