უსუფაშვილი: იმ პროცესების გამოვლინებას ვხედავ, რაც შიდა საეკლესიო ცხოვრებაში ბოლო თვეებსა და წლებში ხდებოდა

“მე არ მექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს საპატრიარქო თავდაცვის რეჟიმშია, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე თავდასხმის რეჟიმშია? – პასუხობს:

“ხან ასეა ხან ისე, ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ თავდაცვას ვერ ვხედავ. მე უფრო ვხედავ იმ პროცესების გამოვლინებას, რასაც ადგილი ჰქონდა შიდა საეკლესიო ცხოვრებაში ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში, ანუ რაღაცნაირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცოტა გაუმართლებელ რისკებზე წასვლის სურვილი იგრძნობა იმისთვის, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცოს.

ჩვენ კორონავირუსს არ უნდა დავუტოვოთ ჩვენი ქვეყანა და მას არ უნდა შევალეწოთ ინსტიტუტები. მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის საეკლესიო ინსტიტუტები და ეკლესიისადმი ნდობა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად