უსუფაშვილი გრიგოლიას: თქვენ სანაძლეო მომიგეთ, მე წავალ და არჩევნებს მოვიგებ

მოემზადეთ სანაძლეოს მოგებისთვის, მაგრამ ეს მარგველაშვილმა განაცხადოს, – ასე მიმართა დავით უსუფაშვილმა გადაცემა "რეაქციის" წამყვან ინგა გრიგოლიას. უსუფაშვილის თქმით, მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

"შევხვდი გიორგი მარგველაშვილს. სასარგებლო შეხვედრა იყო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ვერთვები. მიხილავთ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. გიორგი არ არის დაინტერესებული პარტიულ გრძელვადიანი საქმიანობით", – თქვა უსუფაშვილმა. 

გრიგოლიას შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უსუფაშვილს სანაძლეო მოუგო. შეგახსენებთ, გრიგოლია ამბობდა, რომ მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრიდა. პოლიტიკოსმა და ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ცოტა ხნის წინ დანაძლევდნენ.

"თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ სანაძლეოს მოგებისთვის, მაგრამ მოდით მოგება გაფორმდეს იმ შემთხვევაში თუ გიორგი თავად განაცხადებს ამ ყოველივეს", – მიმართა უსუფაშვილმა გრიგოლიას. გრიგოლიამ კი უპასუხა, რომ უნდა მოიფიქროს, რა სურვილი უნდა შეასრულებინოს მოგებული სანაძლეოს გამო. უსუფაშვილი კი პასუხობს:

"აქვე გთავაზობთ. თქვენ სანაძლეო მოიგეთ, მე წავალ არჩევნებს მოვიგებ", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...