უსუფაშვილი: ერთადერთი, ვისაც ამ მთავრობაში შეიძლება მინისტრი დაუძახო, არის გიორგი გახარია

ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის აბსურდის თეატრი – მე ვამბობ, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრი არის გიორგი გახარია და არა მამუკა ბახტაძე, – ამის შესახებ განცხადება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

“როდესახ მინისტრს უშვებ( გიორგი ქობულიას) მინიმუმ პარლამენტს ხომ უნდა უთხრან, რაში მდგომარეობდა მინისტრის ცუდი მუშაობა?! მე ვამბობ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის გახარია და არა – ბახტაძე! პრემიერ-მინისტრი მთავარ მინისტრს ნიშნავს. ერთადერთი, ვისაც ამ მთვარობაში შეიძლება მინისტრი დაუძახო, როგორც ჩანს, არის გახარია.

გაიხსენეთ ბახტაძე-წულუკიანის შეტაკება. იქაც აბსურდი იყო”,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...