უსუფაშვილი: “დარჩი სახლში” იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად შოულობს პურის ფულს, ნიშნავს, დარჩი მშიერი

ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“დიახ, უშუალოდ კორონასთან ბრძოლაში ჩვენ გვაქვს პოზიტიური შედეგი. მაგრამ ამასთან კორონასთან ბრძოლის პროცესში ჩვენ არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ ის, რისთვისაც სახელმწიფო საერთოდ არსებობს. ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობა, რომელიც კორონასთან დაწესებული შეზღუდვების გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. დავრჩეთ სახლში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად შოულობს პურის ფულს, ეს ნიშნავს, დავრჩეთ მშიერი. ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დასაწყისშივე ხელისუფლებას უკეთესად უნდა ჰქონოდა გათვლილი და დათვლილი თუ რამდენ ოჯახს უნდა მივუტანოთ მიზანმიმართულად სოციალური დახმარება, რომ შიმშილთან არ გვქონდეს საქმე.

მეორე, კორონას რომ ვებრძვით, ჩვენ უნდა შევიმუშავოთ გეგმა, კორონას დამარცხების შემდეგ საქართველოს ფეხზე დაყენების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ კორონასთან ბრძოლა ნიშნავს ჩვენი ეკონომიკის გაჩერებას რაც მივიღეთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად