დავით უსუფაშვილი: ჩვენ “ოცნება” გვყავს დასამარცხებელი

„სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ესაა ფუჭი ოცნება“, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„ მე ვიცი „შენების მოძრაობის“ გეგმები. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და ზუსტად ვიცით, რომ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ესაა ფუჭი ოცნება.

ჩვენ კი „ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი. ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ. “
დავით უსფაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...