უსუფაშვილი: არჩევნები ჩატარდება და არა ორთაბრძოლები – წინ გრძელი გზაა!

” ეს არ არის არავისი გამარჯვება და არავისი დამარცხება”-ამის შესახებ, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

” გამარჯვებულებს ჩვენ დავითვლით ოქტომბერში, არჩევნებზე. ეს არის გამარჯვება ქვეყნის, მიმანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება და არა ორთაბრძოლები და ბევრთაბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად და ეს არის კარგი.

ამასობაში, წინ გრძელი გზაა. დაახლოებით, ორთვენახევარი დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციად ქცევას. პარალელურად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვერების მეოთხე რაუნდის შემდეგ, საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, დავით უსუფაშვილი ამბობს, საარჩევნო სისტემის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვერების მეოთხე რაუნდის შემდეგ განცხადება გააკეთეს მოლაპარაკებების ფასილიტატორებმაც, სადაც ვკითხულობთ ” შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად