უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თვითგანადგურების ნიჭი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა

” ეს არის თვითგანადგურების ნიჭი. მაზოხისტური მიდრეკილებები, რომ გააკეთოს ის, რაც მას ყველაზე მეტად დააზიანებს”-ამის შესახებ, “ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა, “მთავარ არხში” განაცხადა.

” ივანიშვილს აღმოაჩნდა ერთი უნიკალური ნიჭი, ივანიშვილმა ეს ნიჭი ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა – ეს არის თვითგანადგურების ნიჭი. მაზოხისტური მიდრეკილებები, რომ გააკეთოს ის, რაც მას ყველაზე მეტად დააზიანებს. ტყუილი, სიტყვიდან გადასვლა, პირობის დარღვევა, ახლა უკვე მას საქმე აქვს სრულიად დემოკრატიულ სამყაროსთან. აშშ-სთან, მის მთავრობასთან.

ჩემს კოლეგებს, პარლამენტის დღევანდელ ხელმძღვანელს ჰგონიათ, რომ როდესაც ელჩს ახსენებენ, ჰგონიათ კონკრეტულ სახელსა და გვარს ასახელებენ, ვერ უწევენ ანგარიშს, რომ ეს არის აშშ-ს ელჩი და რასაც ელჩი ვერ იტყვის, თქვა და იტყვიან ამერიკელი კონგრესმენები და მოჰყვება კონკრეტული რეაქცია – ამბობს უსუფაშვილი გადაცემა “დღის სტუმრებში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად