უსუფაშვილი: არც დიდ და არც პატარა ბიზნესმენს ჩვენი პარტიის ანგარიშზე თეთრი არ ჩაურიცხავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით ამ დრომდე "რესპუბლიკური პარტიისთვის" არცერთ ბიზნესმენს თანხა არ ჩაურიცხავს. 

"არჩევნებამდე დარჩენილია ორი კვირა. უკვე დაიწყო 5-6 თვეა. ამ წუთის მდგომარეობით, "რესპუბლიკური პარტიისთვის" არცერთ ბიზნესმენს, არც დიდს, არც პატარას, არც საშუალოს, არც იმათგან გამწარებულს, არც ამათგან გახარებულს არც ერთი თეთრი არ ჩაურიცხავს ჩვენს ანგარიშზე. 

ვინც მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკურ პარტიას" ამ ქვეყანაში აქვს რაღაც ღირებულება, საჭიროება საქმის კეთებისთვის ჩვენი ანგარიში ღიაა და შეგიძლიათ კანონის ფარგლებში შემოგვწიროთ. მე არავის ვეუბნები ზედმეტ სიტყვას. არ ვეუბნები იმიტომ, რომ პატივს ვცემ. ისინი თავისუფლები არიან. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკაში სახსრები საჭიროა მათ აქვთ",- განაცხადა უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად