A1 ბანერი

უსუფაშვილი: არ მინდა ვადამდელი არჩევნები და ფორსმაჟორები, მაგრამ ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს

ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“მე არ მინდა არანაირი ვადამდელი არჩევნები და ფორსმაჟორები. მე მინდა დამშვიდებული ქვეყანა. მე მინდა ქვეყანა, სადაც ადამიანები იღვიძებენ იმედებით და არა ხიფათებით და ცუდი ამბებით. ამიტომ მე არ მინდა 2 წელი ჩვენ ვიცხოვროთ ფორსმაჟორში. მაგრამ თუ ხელისუფლება გონს ვერ მოეგება, თუ მარტივ რაღაცებს არ დაინახავს, რომელსაც მარტო ჩვენ კი არა მთელი მსოფლიო ეუბნება…

დღეს ნატოს გენმდივანი ჩამოვიდა და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, ჩვენ კი ვართ მზად თქვენთან სრულფასოვანი კოოპერაციისთვის, მაგრამ თქვენ იქნებ მიხედოთ ცოტა თქვენს საქმეებსო. ანუ ხელისუფლება უნდა გამოერკვეს, საით მიჰყავს საქმე. ერთადერთი ძალაა ბედნიერი, ეს არის რუსეთი, რომელიც ხელებს იფშვნეტს როგორ გადაგვყავს ჩვენი ქვეყანა ქაოსში. იქნება ახალ-ახალი მოუგვარებელი კერები. მარტო ანაკლია დიდი მოუგვარებელი პრობლემაა, მაგრამ ირგვლივ ყველგან გადაუწყვეტელი პრობლემებია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...