უსუფაშვილი: არ მგონია ასეთი სუსტი იყოს ივანიშვილი, როგორც თვითონ სურს თავის წარმოჩენა

ამის შესახებ, “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “აიპრესთან” პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდება ივანიშვილის დადგმული სპექტაკლი იყო.

“მე არ მგონია რომ ასეთი სუსტი იყოს ბიძინა ივანიშვილი, როგორც თვითონ სურს თავის წარმოჩენა. მე მგონია ეს იყო დადგმული სპექტაკლი. მას შიში მოეძალა, ივნისში თითქოს დაძლია ეს შიში და თქვა იყოს პროპორციული არჩევნები, მაგრამ შეეშინდა და უკან წაიღო. აქ საარჩევნო სისტემაში არაა საქმე, აქ საქმეა ელემენტარულ ზნეობრივ ნორმებში, არ შეიძლება ამის გამკეთებელი ქვეყანა მართავდეს”, – ამბობს უსუფაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად