უსუფაშვილი: 7 ნოემბერს ახლოსაც ვერ მოვიყვან იმასთან რაც 26 მაისს ვნახეთ ჩვენ

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში პროკურატურის მიერ გავრცელებულ  26 მაისის კადრებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ პროკურატურას ნამდვილად ახლა ჩაუვარდა ეს ვიდეომასალა ხელში, მაშინ ვინც ეს მასალა მიაწოდა მას ჰქონდა კონკრეტული დრო შერჩეული ამისთვის. 

"ვინ შემოინახა არ ვიცი მაგრამ რომ შემოინახა ფაქტია, იმიტომ რომ პროკურატურა გვეუბნება ახლა ჩაგვივარდა ეს ვიდეომასალა ხელში და ამიტომ ვაკეთებთ ახლა ამ მასალასო, მე როგორ დავადო ხელი არა თქვენ ეს მასალა გქონდათ-თქო?

თუ მათ მართლა ახლა ჩაუვარდათ ეს მასალა ხელში მაშინ გადავდივართ მეორე წყაროზე, ვინც ეს მასალა ახლა ჩაუგდო ხელში პროკურატურას ის ნამდვილად უმიზნებდა რაღაცა დღეს, რაღაცა დროს, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვიღაცას შენახული ქონდა კარადაში ოთხი წელი ეს ვიდეომასალა, ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ამ ქვეყანაში და ახლა გაეღვიძა მოქალაქეობრივი სინდისი და მიიტანა მასალა პროკურატურაში", – განაცხადა უსუფაშვილმა. 

უსუფაშვილის თქმით, 26 მასის 7 ნოემბერთან შედარებით უფრო საზარელი იყო. 

"თუ პროკურატურას არ ჰქონდა სხვა განზრახვა მაშინ იმას ჰქონდა ვინც ეს მასალა პროკურატურაში მიიტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ საზოგადოება ვიღებთ ორმაგ დარტყმას დამნაშავეები დაუსჯელები დადიან ქვეყანაში ჯერ კიდევ, იმიტომ რომ 26 მაისს იქნა საზარელი დანაშაული ჩადენილი დანაშაულის შედეგები ყველამ გადავიტანეთ, ვინ იყვნენ კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ეს ჩვენ მოქალაქეებამა არ ვიცით, ამიტომ არის პროკურატურა და პოლიცია", – განაცხადა მან. 

უსუფაშვილის თქმით, პროკურატურის პრესტიჟს იმიჯს და მისდამი სანდოობას კვლავ შეექმნა სერიოზული პრბლემა. 

"ეს იყო საზარელი დანაშაული, ეს იყო კოლექტიურად ადამიანების შეურაცხყოფის და ღირსების აყრის უპრეცედენტო მაგალითი, 7 ნოემბერს ახლოსაც ვერ მოვიყვან იმასთან რაც 26 მაისს ვნახეთ ჩვენ, ამიტომ ამ ყველაფრის შემომქმედნი უნდა იყვნენ დასჯილი. ანუ 4 არ დავსაჯოთ ვინც დასასჯელი იყო- ეს პირველი. ხოლო მეორე- პროკურატურის პრესტიჟს იმიჯს და მისდამი სანდოობას კვლავ შეექმნა სერიოზული პრბლემა", – განაცხადა უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად