უსუფაშვილი: 15 წელია ვლაპარაკობ, რომ სააკაშვილი ქვეყნისთვის დამაზიანებელია

ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ახალს ვერაფერს ვიტყვი. 15 წელია ვლაპარაკობ, რომ სააკაშვილი არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის. თავის პარტიას თუ აზიანებს, ეს ნაკლებად მაინტერესებს. ქვეყნისთვის დამაზიანებელ პიროვნებად იქცა და ეს ცუდია, რა თქმა უნდა, ” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში სააკაშვილმა თქვა, რომ მასა და გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავად “მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია”, ხოლო ბოკერია კი “ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად” მოიხსენია. სააკაშვილი აღნიშნული გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად