დავით უსუფაშვილი: რაც უნდა ის მეძახოს ციციკორე გვარამიამ

ასე გამოეხმაურა “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებეს, იმის გამო, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“ცოტა ტერმინებს გავუფრთხილდეთ. გუშინდელ ღონისძიებაზე მივედი, მანამდე მივედი იმ ახალგაზრდებთან, ვინც პარლამენტთან დგას პროტესტით, შევედი ღონისძიებაზე და ვთქვი ჩემი სათქმელი. ეს იყო ჩემი ღრმა რწმენით სწორი ქცევა. ვინც მონდომებულია რაღაც განხეთქილებებზე, პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების დაყოფაზე და ა.შ. ეს მისი არჩევანია. ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, ციციკორე გვარამიამ, რომელიც ამ ქვეყანაში მოგვევლინა ყველას ჭკუის დამრიგებლად და ყველა სტანდარტის დამწესებლად. უნდა მოღალატე მეძახოს ციციკორე გვარამიამ და რაც უნდა ის. სადაც იქნება საჯარო ღონისძიება პროპორციული არჩევნების თაობაზე, თუ ფეხზე ვდგავარ და ცოცხალი ვარ, იქ ვიქნები.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პროპორციული არჩევნები იძულებითი ნაბიჯია “ქართული ოცნების” მხრიდან, ამიტომ “ოცნებას” აქვს მოცემულობა, რომ თუ რაიმე მიზეზის გამო პროპორციული არჩევნები ვერ შედგება, არ იქნება ამით უკმაყოფილო. მეორე მხრივ, ჩვენ მოვისმინეთ გარედან შემონათვალი ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომ ვინც ამას დათანხმდება, ან ბიძინას ნაყიდია ან სულელია და ა.შ. ჩვენ გვყავს პოლიტიკური მოთამაშე, რომლისთვისაც პროპორციული არჩევნები არ არის მისაღები. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ამ პროცესის შეფერხება”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: პროპორციულ არჩევნებს 0%-იანი ბარიერით ხელი არავინ უნდა შეუშალოს

გუშინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

“აი ამ ოცნების სამარცხვინო შეხვედრაზე ვინც მივიდა და სირცხვილის კორიდორი გაიარა, არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს და არც უნდა ქონდეს. “ოცნების პროექტები” სხედან, ვისთვისაც მოიგონა ბიძინამ ეს ნულოვანი ვარიანტი.

Alexandre Elisashvili და David Usupashvili Official რა პრეტენზიით გამოვლენ აწი და რა თემებზე ილაპარაკებენ, ძაან მაინტერესებს. რადიოქტიურ კობახიძეს რო ესხდნენ წინ და მადლობებს უხდიდნენ 🤮🤮🤮

update: გირჩიც ყოფილა Iago Tertön Khvichiaს სახით წარმოდგენილი 🤮🤮”. 

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-12 დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნა იყო: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...