უსკო-მ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას “კვარაცხელია – სოციალისტებს” რეგისტრაცია გაუუქმა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „კვარაცხელია – სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა. 

2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ რეგისტრაციაში გატარების ერთ-ერთი საფუძველი ბათილად იქნა ცნობილი.

პოლიტიკური გაერთიანების „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციის ბათილად ცნობამ გამოიწვია საარჩევნო ბლოკის „კვარაცხელია – სოციალისტური საქართველო“ რეგისტრაციის გაუქმების აუცილებლობა. 3 სექტემბრის მდგომარეობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 4 საარჩევნო ბლოკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...