“უსინდისობის მწვერვალი”,”სირცხვილია ასე საუბარი”- “იბერიის” ყოფილი ჟურნალისტები ნატო ჩხეიძეს მიმართავენ

ასე ეხმაურებიან ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელის ნატო ჩხეიძის განცხადებას, “იბერიის” ყოფილი ჟურნალისტები სოციალურ ქსელში, სადაც ნატო ჩხეიძე ამბობს რომ, “იბერიის” ჟურნალისტებმა აქციები სუს-ის მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს.

ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელის ნატო ჩხეიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ტელეკომპანია “იბერიის” ყოფილი ჟურნალისტები გმობენ აღნიშნულ განცახებას და აცხადებენ რომ ნატო ჩხეიძის მხრიდან მორალზე საუბარი უხერხულია:

“ძალიან უხერხულია ქალბატონო ნატო თქვენი მხრიდან მორალზე ლაპარაკი”,-წერს “იბერიის” ყოფილი ჟურნალისტი თორნიკე ხურციძე.

“უსინდისობის მწვერვალი – უარესი სიტყვებითაც შემეძლო შემემკეთ (გეკუთვნით კიდეც), მაგრამ არ ვიკადრებ. ფუ, გულის ამრევია ყველაფერი რასაც წერთ!”,-წერს ტელეკომპანია “იბერიის” ერთ-ერთი ყოფილი ჟურნალისტი შოთა ფალავანდიშვილი.

სიცრუეში ადანაშაულებს ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელს ნატო ჩხეიძეს “იბერიის” ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი სოსო ელისაშვილიც:

“ვირზე და მადლზეც მახსოვს ანდაზა. P.S. ბევრ ტყუილს ვხედავ სტატუსში და არაა ლამაზი ქალბატონო ნატო ტყუილების თქმა, მით უმეტეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებლისგან”,-წერს იბერიის კიდევ ერთი თანამშრომელი სოსო ელისაშვილი.

ცნობისთვის, ნატო ჩხეიძის თქმით, ჟურნალისტებმა სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები პროფკავშირის დახმარებით და მათთან ერთად. ამას ჰქვია, ჟურნალისტ ურუშაძის შეფასებით, იბერიას მხრიდან კარის გამოჯახუნება.

“მთავარი არხის” “იბერიას” შენობაში განთავსებას, “იბერიას” ყოფილი თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა.

ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა კურიერის გუნდს მიმართა და წერს: “თუ რ2-ში, თქვენს ადგილებზე მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?”

“იბერიის” მფლობელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, “იბერიის” ყოფილი ჟურნალისტი თამარ ურუშაძეც და განაცხადა “აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა და აღარც კოლეგიალობა?”

მოგიანებით განცხადება გააკეთა ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ. ნაჩო ჩხეიძის თქმით, “იბერიის” ჟურნალისტებმა სუს-ის მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად