უშუს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მოსკოვში 8 მედალი მოიპოვეს

უშუს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა, მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – „მოსკოვის უშუს ვარსკვლავი" – 8 მედალი მოიპოვეს: 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ასეთი შედეგი უშუს ეროვნულმა ფედერაციამ პირველად დააფიქსირა.

უფროსთა შორის ტურნირის ჩემპიონები გახდნენ დავით გულისაშვილი (მან ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა) და ნინო ჩიხლაძე, ახალგაზრდებს შორის კი ოქროს მედლები მოიგეს ელენე მახარაძემ (მანვე ბრინჯაოც მოიპოვა), რაულ მამედოვმა და მარიამ თურმანიძემ. ლუკა ხუტიაშვილი ვერცხლს დასჯერდა. მოსკოვის საერთაშორისო ტურნირში 20 ქვეყნის 630 სპორტსმენი მონაწილეობდა.
უშუს ეროვნულ ფედერაციას ფინანსური მხარდაჭერა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა გაუწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად