უშიშროების საბჭოს მდივნისა და მისი მოადგილეების პრემიები 2016 წელს

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა და მისმა მოადგილეებმა მიმდინარე წლის 7 თვეში 1 იანვრიდან ივლისის ჩათვლით ჯამში 4 720 ლარის ოდენობის პრემია აიღეს. 

ამის შესახებ უწყებიდან „აიპრესს“ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა 2016 წლის განმავლობაში პრემია ერთჯერადად აიღო, რომლის რაოდენობამაც 1 770 ლარი შეადგინა.

ერთჯერადად პრემია აიღო კიდევ ორმა მისმა მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ და ლევან ბოძაშვილმა, მათმა პრემიამ 1 475-1 475 ლარი შეადგინა.

იმერლიშვილის ორ მოადგილეს თეონა აქუბარდიასა და ვანო მაჭავარიანს (ეს უკანასკნელი ამ თანამდებობაზე 2016 წლის 16 ივნისს დაინიშნა) მიმდინარე წელს პრემია არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად