უშიშარი 102 წლის ავსტრალიელი ბებია პარაშუტით ხტომაში მსოფლიო რეკორდს ამყარებს (ვიდეო)

1916 წლის 30 მაისს დაბადებული სამხრეთ ავსტრალიელი ირინა ომში პარაშუტით გადმოხტა და ახალი მსოფლიო რეკორდის ავტორი გახდა.

ირინა ადელაიდა შტატის ქალაქ ლანგჰორნ-კრიკეს ცაში დედამიწის ზედაპირიდან 4 კმ-ის სიმაღლეზე ასული თვითმფრინავიდან ინსტრუქტორ ჯედ სმიტთან ერთად გადმოხტა. პარაშუტის გაშლის წინ სიჩქარე 220 კმ/სთ-ს აღწევდა.

ეს ნახტომი ირინასთვის ცხოვრებაში მესამე იყო. პირველი ის 100 წლის ასაკში, თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად გადმოხტა პარაშუტით.

“თავს ნორმალურად ვგრძნობდი. ისევე როგორც წინა ხტომების დროს” – თქვა ირინამ და დაამატა: “შეიძლება შემდეგ წელსაც გადმოვხტე და თუ დიდხანს ვიცოცხლე, 105 წლისაც გადმოვხტები”

102 წლის ირინა, რომელიც დღემდე დადის და არ ხმარობს სათვალეს, პარაშუტით არა რეკორდის დამყარების, არამედ საქველმოქმედო მიზნით გადმოხტა.

მისი ორი შვილიდან ერთ-ერთი, 67 წლის ქალიშვილი მოტონეირონული დაავადების (პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული ანუ მამოძრავებელი ნეირონების დეგენერაციით თავის ტვინის ქერქში, ღეროში და ზურგის ტვინის ვენტრალურ ნაწილში. ეს დაავადება ჰქონდა ცნობილ ბრიტანელ ფიზიკოსს და ასტროფიზიკოსს სტივენ ჰოკინგს. – “აიპრესი”) შედეგად გარდაიცვალა და სურს ამ ავადმყოფობის კვლევის მიზნით თანხების შეგროვება. წელს ის 10 000 დოლარის შეგროვებას შეეცდება, წინა წელს კი 12 000 დოლარს მოუყარა თავი.

“10 წლის წინ, ქალიშვილი ამ საშინელი ავადმყოფობის გამო დავკარგე, ძალიან მოწყენილი ვარ უიმისოდ”, – ამბობს ირინა.

102 წლის ირინას დაშვებისას 50 აღფრთოვანებული ოჯახის წევრი და მეგობარი შეეგება.

“ის მე აღმაფრენს, მისი ქცევა, სიმამაცე და შეუპოვრობა საოცარია”, – ამბობს ირინას გარდაცვლილი ქალიშვილის მეუღლე, სიდედრზე.

“წარმოუდგენელი ქალია, წარმოუდგენელი ამბების მიმღწევი”, – აცხადებს ინსტრუქტორი სმიტი.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად