უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვით მოთხოვნით, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

უშგულში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სათანადო ყურადღება არ ექცევა, რის გამოც კოშკები ინგრევა.

„მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს ზვავამრიდი სამუშაოები და შემდეგ დაიწყოს კოშკების აღდგენა. ჩაჟაში მიმდინარეობს რეაბილიტაცია, თუმცა ის უხარისხოდ კეთდება და თანხები არამიზნობრივად იხარჯება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათივე თქმით, სანამ კონკრეტულ დაპირებას არ მიიღებენ, გზას არ გაათავისუფლებენ.

ცნობისთვის, 28 ივლისს უშგულში ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკი ჩამოინგრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...