უშგული-მესტიის გზაზე 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, სამეგრელოზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაათვალიერეს.

რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფ. იფარამდე მიდის. პროექტის ფარგლებში მოეწყო 10 კმ. სიგრძის ბეტონის გზა და რეაბილიტირდა 2 ხიდი. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები.

მესტია-უსგული დამაკავშირებელ გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება დამატებით 13 კმ-იან მონაკვეთზე. საეთო ჯამში 2019 წლისთვის აღნიშნულ გზაზე 23 კმ. გზის რეაბილიტაცა დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს ლენტეხიდანლასდილამდე მიმავალი 25 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, სადაც 13 კმ-ის რეაბილიტაცა უკვე დასრულდა, დარჩენილი 12 კილომეტრის რეაბილიტაცია კი 2019 წელს დასრულდება.

რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის გზას, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, ამ დროისთვის დეტალური პროექტირება მიმდინარეობს. უშაუალოდ სამუშაოების დასაწყებად ტენდერი 2019 წლიდან ეტაპობრივად გამოცხადდება.

2018 წლის ოტომბრი მონაცემებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა,  სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონში დაახლოებით 92 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტი განახორციელა. 2019 წელს, დაგეგმილია 31 ახალი პროექტის დაწყება, რომელთა ნაწილზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად