USAID-მა ცისანა შერგილაშვილი ქართულ ენაში საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარა სამცხე- ჯავახეთში

“საქართველოს მასწავლებლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის მომავალში. დღეს აშშ. ელჩმა კელი დეგნანმა დააჯილდოვა თბილისის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა მთიანეთის წარმატებული მასწავლებლები.

მასწავლებლის აღიარების ჯილდო USAID-ის საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერების ძალისხმევის ნაწილია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით ხელს ვუწყობთ მოსწავლეზე ორიენტირებულ რეფორმების განხორციელებას. ამასთანავე ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, რათა ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში მასწავლებლების პროფესიის მიმართ არსებული დამოკიდებულების შეცვლას. გვსურს ახალგაზრდებს მივცეთ მოტივაცია თავიანთი კარიერა განათლებას დაუკავშირონ. – ნათქვამა USAID-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამარჯვებულებს შორისა ცისანა შერგილაშვილი, რომელიც ქართულ ენაში საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარეს სამცხე- ჯავახეთში. მას ჯილო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიის ელჩმა კელი დეგნანმა პირადად გადასცა.

ცისანა შერგილაშვილი სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი სამცხე-ჯავახეთში (ახალქალაქის ცენტრი)

„არაჩვეულებრივი განცდაა, როცა გაჯილდოებენ როგორც საუკეთესო მასწავლებელს. დიდი ხანი არაა, რაც სამცხე-ჯავახეთში გადავედი საცხოვრებლად და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად. როცა ტოვებ სახლს და მიდიხარ უცხო ქალაქში, უფრო მეტად ხარ მონდომებული, რაღაც კარგი, სასიკეთო გააკეთო. ამიტომ ორმაგად ბედნიერი ვარ, ამ რეგიონში სწავლებისას რომ მომანიჭეს ეს ჯილდო. USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ორეტაპიანი იყო. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ჩვენს რეგიონში USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში ჩაატარა ტრენინგები. კონკურსის პირველ ეტაპზე სწორედ უნივერსიტეტმა შეარჩია კონკურსანტები. მადლობელი ვარ უნივერსიტეტის, რომ სხვებთან ერთად მეც წარმადგინა ამ კონკურსზე. მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ქალბატონ ირმა ქურდაძეს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც კონკურსისთვის საჭირო რეკომენდაციები გამიწიეს: ჩვენი სკოლის სპეციალურ მასწავლებელს სოფიო ნიშნიანიძეს და მოსწავლის მშობელს მარიკა ნარიმანიშვილს. განსაკუთრებული მადლობა კი რეგიონული კონკურსის ჟიურის წევრებს, რომ ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. ჯილდო მივიღე, როგორც საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (ქართული ენა და ლიტერატურა) სწავლებაში.

„სკოლაში ჩემი საქმიანობის დასაწყისში ამგვარი წახალისება ნამდვილად სტიმულის მომცემია, რომ უფრო მეტი გავაკეთო ჩემს პროფესიაში, არ შევუშინდე სიძნელეებს, რომელიც სკოლაში მასწავლებლის შესვლას ახლავს. და ბოლოს, მადლობას გადავუხდი ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩემთან ერთად სასწავლო პროცესში ჩართული და ხალისით აკეთებდნენ მიცემულ კომპლექსურ დავალებებს“, – განაცხადა ცისანა შერგილაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან.

კომენტარები
იტვირთება...