USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, მანდარინის რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს

ბათუმის „შერატონში“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა – თემაზე: მთავარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვში.

შეხვედრას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები, ფერმერები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობის მეცნიერების ექსპერტები, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ექსტენციის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის უწყებაში განმარტავენ, კვლევის მიზანია მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი და ევროკავშირის ბაზარზე ამ პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის კვლევა.

„მიზნის მისაღწევად კვლევის ფარგლებში სხვა სამუშაოებთან ერთად ჩატარდა ინდივიდუალური ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები. ღონისძიების ფარგლებში მოხდა შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა. კვლევამ აჩვენა, რომ მანდარინი არის მაღალი მოგების მარჟის მქონე ხილი. კვლევა ჩატარდა ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად”-განმარტავენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

წელს, აჭარიდან, მანდარინის რეალიზაცია ტრადიციული ბაზრების გარდა, სინგაპურში, სლოვენიასა და ყატარშიც მოხდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 25 ნოემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 2,662 ტონა შეადგინა. უწყების ინფორმაციით, ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა (387.1ტონა), რუსეთი (1.574 ტონა), სომხეთი (617.9 ტონა), ლატვია (40.6 ტონა), აზერბაიჯანი (22.0 ტონა), სინგაპური (0.1ტონა).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად