USAID-ის მხარდაჭერით, ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგეტიკის გამოწვევებზე მედიატური მიმდინარეობს

აშშს-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამის, ენერგეტიკის განვითარების ფონდის და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით ჟურნალისტებისთვის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და დარგის გამოწვევებზე მედიასემინარი გაიმართა.

შეხვედრა ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანის  პრეზენტაციით დაიწყო, რომელმაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ღონისძიების დიდი ნაწილი განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროგენერაციის ტექნოლოგიების და მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებაზე საუბარს დაეთმო. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ვეფხვაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ქვეყნის ენერგოსექტორის მდგომარეობაზე, გენერაციის და მოხმარების რეალურ სურათზე ისაუბრეს USAID ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ივანე პირველმა, ტექნიკურმა მრჩეველმა დავით მუჯირიშვილმა და მრჩეველი ენერგეტიკული რეგულაციების საკითხებში ანა ჯეჯელავამ.

მედიის კითხვებს ჩამოთვლილ მომხსენებლებთან ერთად გენერაციის ობიექტების წარმომადგენლებმაც უპასუხეს. შეხვედრამდე ჟურნალისტებმა არაგვიჰესის სათაო ნაგებობა და ენერგოობიექტი დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად