USAID-ის მისიის დირექტორი: მინდა, დავადასტურო აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა პროცესისადმი და პარტიებს შორის დიალოგის მიმართ

“საქართველოს პარლამენტმა მიაღწია პროგრესს ცოტა ხნის წინ მიღებული პროცედურული წესების ამოქმედებით, რაც პარლამენტის მიერ მთავრობის მუშაობის ზედამხედველობის გაფართოებას ითვალისწინებს”.

ამის შესახებ კავკასიაში USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ზოგიერთი რეფორმა, კერძოდ, საარჩევნო სფეროში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. მინდა, დავადასტურო აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა პროცესისადმი და პარტიებს შორის დიალოგის მიმართ. პარლამენტში ასევე სხვა რეფორმებზეც გაიმართა დებატები 2019 წელს. ეს მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს. უკვე ვახსენე მაგალითები, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი – ესენია კომერციული დავების მედიაცია, სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო ინიციატივები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, ასევე ბავშვების უფლებების დაცვა“, – განაცხადა  USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ დანერგილი სხვადასხვა ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს საშუალებას აძლევს, საზედამხედველო მანდატი სრულად შეასრულოს.

„პარლამენტმა მიაღწია პროგრესს ცოტა ხნის წინ მიღებული პროცედურული წესების ამოქმედების მხრივ, რაც პარლამენტის მიერ მთვარობის მუშაობის ზედამხედველობის გაფართოებას ითვალისწინებს. პარლამენტმა წარმატებით დანერგა მინისტრის საათი, თემატური განხილვები და სხვა ინიციატივები, რაც პარლამენტს საზედამხედველო მანდატის სრულად შესრულების საშუალებას აძლევს“, – განაცხადა  პიტერ ვიბლერმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად