USAID-ის დირექტორის მოადგილე: “ოცნებამ” არ შეასრულა თავისი საჯაროდ აღებული ვალდებულება

ამის შესახებ USAID-ის დირექტორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ბროკ ბირმანი twitter-ზე წერს.

“საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა, სექტემბერში თბილისში ვიზიტისას მარწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმა გავიდოდა.
თავისი საჯაროდ აღებული ვალდებულება, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდა, “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა. ეს რეფორმა და პოლიტიკური პლურალიზმი ახლა უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია,”- წერს ბროკ ბირმანი.

USAID-ის დირექტორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ამის დასტურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად