USA Today: “პენტაგონი პუტინის სავარაუდო ასპერგერის სინდრომზე საუბრობს”

USA Today პენტაგონის მიერ 2008 წელს შედგენილი ანალიტიკური დასკვნის ტექსტს აქვეყნებს, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ ასპერგერის სინდრომი დაუფიქსირდა.

ანალიტიკური დასკვნა შედგენილია ბრენდა კონორის – U.S. Naval War College-ის მკვლევარის მიერ. დაკსვნაში აღნიშნულია, რომ შედეგები არ შეიძლება იყოს დადასტურებული, რადგან მკვლევარებს არ აქვთ შესაძლებლობა, შეამოწმონ პუტინი ფიზიკურად.

"პროექტში მონაწილე ნევროლოგებმა დაადასტურეს, რომ ტვინის გარკვეულმა ნაწილმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის შედეგად შეიცვალა და დაირღვა მისი სხეულის მარჯვენა მხარის მოტორიკა და სახის მიკრომიმიკა",-ნათქვამია დასკვნაში.

გავრცელებული ცნობით, ასპერგერის სინდრომი არის განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.

2008 Putin Study

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად