USA Today: მეორე იმპიჩმენტის შემდეგაც კი ურყევია ტრამპისადმი მხარდაჭერა

შეერთებულ შტატებში, რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 59-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუკი ის მიიღებს მონაწილეობას შემდეგ არჩევნებში. ამის დასტურია გაზეთ USA Today-ისა და საფოლკის უნივერსიტეტის გამოკითხვის შედეგები.

46-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ აპირებს იყოს ტრამპის მხარდამჭერი, თუ ის ახალ პარტიას შექმნის. ”გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპის მხარდაჭერა დიდწილად ურყევია მეორე იმპიჩმენტის პროცესის შემდეგ”, – აღნიშნავს გაზეთი.

გარდა ამისა, რესპონდენტთა 27-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ისინი არ აპირებენ თავიანთი პარტიული ნიშნის შეცვლას. ამავე დროს, მონაწილეთა ნახევარი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკური პარტია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ უფრო ლოიალური უნდა იყოს.

იანვრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს შექმნას საკუთარი პარტია, რომელსაც შეიძლება “პატრიოტული” ეწოდოს. მან ეს, სავარაუდოდ, განიხილა თავის თანაშემწეებთან და სხვა ახლო თანამოაზრეებთან სახელმწიფოს მეთაურობის ვადის ბოლო დღეებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...