ურუგვაის მთავრობამ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ტაბარე ვასკესის გარდაცვალების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.
“მთავრობამ 6-დან 8 დეკემბრამდე გამოაცხადა ეროვნული გლოვა. დროშები ქვეყნის მთავარ შენობებზე ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ნახევრად დაშვებული იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ურუგვაის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლუის ლაკალი პოუმ თქვა, რომ “ვასკესი ემსახურებოდა თავის ქვეყანას და მიაღწია მნიშვნელოვან მიღწევებს. ის იყო ყველა ურუგვაელის პრეზიდენტი. მთელი ქვეყანა გლოვობს”, – ციტირებს პრესსამსახური სახელმწიფოს მეთაურს.