ურუგვაიში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ურუგვაის ჯანდაცვის თანამშრომლებმა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყეს ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო Twitter-ზე იტყობინება.

“დღეს ქვეყნის მასშტაბით დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი. Sinovac Biotech-ის პირველი ვაქცინა გადაეცათ მათ, ვინც ვაქცინაციის გუნდების ნაწილია”, – ნათქვამია მოხსენებაში.

მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 1 მარტს. პირველ ეტაპზე, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ განათლების მუშაკებს, პოლიციელებს, მეხანძრეებს, სამხედროებს და მესაზღვრეებს. სამედიცინო მუშაკთა და მოხუცთა დიდი ნაწილი ვაქცინაციას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ურუგვაი მიიღებს ვაქცინებს ამერიკული კომპანია Pfizer-ისგან, რომლის დადასტურებული ეფექტურობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩინური ვაქცინის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...