ურუგვაიში, კოკაინის უმსხვილესი პარტია აღმოაჩინეს, რომლის ღირებულებაც 1,1 მილიარდი აშშ დოლარია

ურუგვაიში, მონტევიდეოს აეროპორტში, საბაჟო სამსახურმა აღმოაჩინა კონტეინერები, რომლებშიც 4,4 ტონა კოკაინისა მოთავსებული და რომლის ღირებულებაც 1,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის ისტორიაში დაკავებული ნარკოტიკული საშუალების ყველაზე დიდი პარტიაა.

ნარკოტიკული საშუალების უმსხვილესი პარტია აფრიკის პორტში, ხოლო შემდეგ ტოგოს დედაქალაქში უნდა აღმოჩენილიყო.

სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს მამა და შვილი, რომლებიც სატვირთო სადგურის მფლობელები არიან.

სექტემბერში, სამართალდამცველებმა, არგენტინის აეროპორტში, მგზავრების ბარგიდან 240 კგ. კოკაინი ამოირეს, მგზავრები მადრიდში მიფრინავდნენ. ამოღებული კოკაინის ღირებულება კი 140 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...