ურუგვაის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 4.4 ტონა კოკაინი ამოიღეს

ურუგვაის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებთან თანაშრომლობით, პორტ – მონტევიდეოში კოკაინი ამოიღეს, რომლის საერთო წონა 4.4 ტონა იყო,-ინფორმაციას ქვეყნის საბაჟო სამსახური ავრცელებს.

“ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება ევროპულ ბაზარზე დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს”,-განაცხადა ურუგვაის საბაჟო სამსახურის უფროსმა ჰაიმე ბორჯიმ პრესკონფერენციაზე.

კოკაინს სოიოს ტვირთში მალავდნენ. კონტეინერების დანიშნულების ადგილი ტოგოს  რესპუბლიკის დედაქალაქი იყო.

ნარკოტიკული ნივთიერების წარმოების ადგილი უცნობია.

ამ შემთხვევამდე, ამა წლის ნოემბერში მონტევიდეოში 3 ტონა კოკაინი ამოიღეს.

აგვისტოში, გერმანიის პოლიციამ ჰამბურგის პორტში კონტეინერში 4.5 ტონა კოკაინი იპოვა, რომლის ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...