ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი გარდაიცვალა

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Twitter-ზე განაცხადა პოლიტიკურმა კოალიცია “ფართო ფრონტმა”, რომლის წევრიც იყო ქვეყნის ყოფილი მეთაური.

“ღრმა სინანულით ვაცხადებთ ჩვენი საპატიო პრეზიდენტის, ტაბარე ვასკესის გარდაცვალების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში. “ფართო ფრონტის” ცნობით, პანდემიის გამო, ექსპრეზიდენტთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია და პანაშვიდი ოჯახის წრეში გაიმართება.

ვასკესის ოჯახის თქმით, მისი გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...