ურეკში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს

ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას, დაკავებულთათვის სასჯელის შემსუბუქებასა და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ასევე,აღნიშნულ საქმეში სახალხო დამცველის ჩარევას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენენ, რომ გუშინ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 25 ივნისს გურიაში 13 პირი დააკავა. პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც შვიდიდან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები
იტვირთება...