ოკუპირებულ აფხაზეთში covid-19 ზე გამოკვლეული 206 ადამიანიდან 66-ს ინფექცია დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში covid 19 ზე 206 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 66-ს ინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 57 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 20 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკაში Covid 19-ით გამოწვეული გართულებებით კიდევ 1 პაციენტი, 66 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ოკუპირებულ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 39 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საველე ჰოსპიტალში 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და მძიმე პოლიორგანული უკმარისობა ჰქონდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5 798 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 671 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 79-ს შეადგენს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად