უპირატესობის მიუხედავად საქართველომ მაკედონიას ვერ მოუგო, მატჩი 1:1 დასრულდა

ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საგრძნობის უპირატესობის მიუხედავად საქართველომ მაკედონიას ვერ მოუგო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შენარჩუნდა პირველი ტაიმის ანგარიში და მეორე ტაიმში არაფერი აღარ შეცვლილა.

მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. საქართველოს 19 წლის ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა და 11 მეტრიანი გამოიმუშავა. მატჩის 13-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა თორნიკე ოქრიაშვილმა  და ანგარიში გაიხსნა. მატჩის 33-ე წუთზე, მოედნის ცენტრში დაშვებულ შეცდომას გორან პანდევის კარგი თამაში და სტეფან რისტოვსკის გოლი მოჰყვა.

მატჩის მეორე ტაიმიც საქართელოს ნაკრების მცირე უპირატესობით დაიწყო მატჩი. 64-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას წინააღმდეგ უხეშად ითამაშა მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ვისარ მუსლიუმ და წითელი ბარათი მიიღო. რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილი საქართველოს ნაკრებს სრული უპირატესობა ჰქონდა. კანკავას და შენგელიას კარგი შანსები ჰქონდათ, თუმცა მათი დარტყმული ბურთები კარს მცირე მანძილით ასცდა. მეხუთე დამატებულ წუთზე კი ლევან შენგელიას მეკარემ ბრწყინვალე დარტყმა აუღო.

ერთა ლიგის C ლიგის ჩვენივე ჯგუფის მეორე მატჩი პარალელურად მიმდინარეობს სომხეთსა და ესტონეთს შორისაც. იმ შეხვედრაში მასპინძლებმა მოიგეს ანგარიშით 2:0.

ჯგუფს საქართველო და მაკედონია ლიდერობენ 4-4 ქულით. სომხეთს 3 ქულა აქვს. ესტონეთი კი ჯგუფის აუტსაიდერია 0 ქულით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად