უფლებადამცველი და მწერალი ვლადიმირ ბუკოვსკი გარდაიცვალა

მწერალი, უფლებადამცველი, საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ვლადიმერ ბუკოვსკი კვირას, საღამოს კემბრიჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც მწერლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას გული გაუჩერდა. ბუკოვსკი 76 წლის იყო.

ბუკოვსკი რუსი მწერალი, პოლიტური და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელმაც სულ ციხეში 12 წელი გაატარა. ის ასევე დისიდენტი, უფლებადამცველი და საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.

1972 წელს მას 7-წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთი წლით გადასახლება მიუსაჯეს.

1976 წელს საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ის გაათავისუფლეს, სანაცვლოდ კი, ციხიდან ჩილეს კომუნისტური პარტიის ლიდერი გამოუშვეს. გაცვლის შემდეგ, ბუკოვსკი საცხოვრებლად კემბრიჯში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად