A1 ბანერი

უფლებადამცველები: სირიაში ავიაიერიშების შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი დაიღუპა

სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, 16 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის შვიდი ბავშვი დაიღუპა,-ინფორმაციას ლონდონში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორია ავრცელებს.

კოალიციამ სირიის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით  თავდასხმები ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში განახორციელა, სადაც ტერორისტები იმყოფებიან.

11 თებერვალს, სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA იტყობინებოდა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციამ სირიაში ავიაიერიშები განახორციელა, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის პროვინცია დეირ ეზ-ზორში აშშ-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციამ ავიაიერიშები განახორციელა. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საჰაერო იერიშებს სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...