უფლებადამცველები: მოსკოვში გამართულ აქციაზე 311 ადამიანი დააკავეს

მოსკოვის დროით, 15:50 საათის მონაცემებით, დუმის არჩევნებში კანდიდატთა მხარდასაჭერად გამართულ არასანქცირებულ აქციაზე 311 ადამიანი დააკავეს. როგორც ადამიანის უფლებადამცველთა პორტალი „OVD-ინფო“ იუწყება, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები და ჟურნალისტები.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი დროით, 14:30 საათისთვის 30 ადამიანი დააკავეს. პოლიციის შეფასებით, აქციაში 350 ადამიანი მონაწილეობს.
3 აგვისტოს, მოსკოვის ცენტრში აქცია გაიმართა. მათი მონაწილეები დუმის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციას ითხოვენ. ღონისძიება ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
აქციის ორგანიზატორები მოსკოვის ცენტრში აქციის გამართვის თაობაზე ნებართვის მიღებას ცდილობდნენ, მაგრამ მერიამ მათ სახაროვის გამზირი შესთავაზა. ამ ვარიანტს ორგანიზატორები არ დათანხმდნენ და აქცია მაინც გამართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...