უფასო სკრინინგული გამოკვლევები ინსულტის პრევენციისთვის

ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა (სისხლჩაქცევა და სხვა), რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების კვდომას.

თავის ტვინის ინსულტი და მასთან ასოცირებული სოციალური და ეკონომიური პრობლემები წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას. სტატისტიკურად ბოლო 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ფიქსირდება ინსულტის განვითარების მატების ტენდენცია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანზაციის 2017წლის მონაცემებით ევროპის 715მილიონ პოპულაციაზე ყოველწიურად ვითარდება 1,4 მილიონი ინსულტი, აქედან პაციენტების 50% რჩება ინვალდი მთელი ცხოვრების განმავლობაში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში ინსულტით და მისი გართულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მეორე ადგილზეა.

რა სიმპტომატიკა უძღვის წინ ინსულტის განვითარებას

დაახლოებით 50 % შემთხვევაში თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების , საძილე არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება მიმდინარეობს ასიმპტომურად, ანუ პაციენტს არანაირი ჩივილები არ გააჩნია და დაავადების არსებობის შესახებ ცნობილი ხდება მხოლოდ იშემიური ინსულტის განვითარების შემდეგ. ინსულტის განვითარების მიზეზებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს თავის ტვინის მკვებავი სიხლძარღვების, საძილე არტერიების დაზიანებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია სისხლძარღვების ათეროსკლეროზით.

იშემიური ინსულტის პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი საძილე არტერიების სკრინინგულ კვლევას აქვს , რომლის ჩატარებაც მნიშვნელოვნად ამცირებს განვითარების რისკებს.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარი ცენტრი უზრუნველყოფს ამ დაავადების პროფილაქტიკურ სკრინინგული კვლევების ჩატარებას უფასოდ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე ; https://www.facebook.com/Angiology/
http://angio.ge/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...