უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან

უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან. – ამის შესახებ სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“2021 წლის 14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.
🔹 წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.
🔹 უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან.
👉 ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები
იტვირთება...