უორენ ბაფეტთან სადილი წელს აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

eBay-ს ყოველწლიური აუქციონი, რომელიც უორენ ბაფეტთან სადილს გულისხმობს, იმით დასრულდა, რომ Berkshire Hathaway-ის დამაარსებელთან ერთად სადილისთვის, უცნობმა პირმა 4,57 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამარჯვებულმა ანონიმურობა არჩია. მას შეუძლია რესტორანში Smith & Wollensky, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრში მდებარეობს, კიდევ 7 ადამიანი დაპატიჟოს.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულს შეუძლია შეხვდეს უორენ ბაფეტს და მას ნებისმიერი შეკითხვები დაუსვას. აკრძალულია მხოლოდ ისეთი შეკითხვების დასმა, რომლებიც ბაფეტის უახლოეს საქმიან გეგმებს ეხება.

წლევანდელი თანხა რეკორდულია მთელი აღნიშნული აუქციონის ისტორიაში, რომელიც 2000 წლიდან მოყოლებული ტარდება. აქამდე რეკორდული თანხა 2012 და 2016 წლებში დაფიქსირდა, როდესაც უცნობმა პირებმა, უორენ ბაფეტთან ერთად სადილში 3 456 789 აშშ დოლარი გადაიხადეს. მინიმალური მაჩვენებელი კი 2001 წელს დაფიქსირდა, მაშინ თანხამ 18 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

აუქციონში გამარჯვებულების უმეტესობა ანონიმურობას არჩევს ხოლმე. თუმცა, იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, რომლებიც დათანხმდნენ საკუთარი ვინაობის გამხელას. ამგვარად, მაგალითად, 2003 წელს, აუქციონში დევიდ ეინჰორმა გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...