უორენ ბაფეტმა საქველმოქმედო ორგანიზაციებს 2,9 მილიარდი დოლარი შესწირა

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” ავრცელებს

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, უორენ ბაფეტმა ~ 2,9 მილიარდი დოლარის Berkshire Hathaway Inc ( BRKa.N ) აქციები 4 საოჯახო საქველმოქმედო ორგანიზაციას და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს.

Berkshire Hathaway Inc-ის 15,97 მლნ აქციების ღირებულების 4/5-ს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი მიიღებს, დანარჩენს კი მისი პირველი ცოლის, სუზან ტომპსონ ბაფეტის ხსოვნის საპატივცემულოდ შექმნილი და აგრეთვე შვილების ჰოვარდის, სუზანის და პიტერის საქველმოქმედო ორგანიზაციები.

უორენ ბაფეტმა, რომელიც აგვისტოში 90 წლის გახდება, 2006 წლიდან დღემდე საქველომოქმედო ფონდებს თავის ქონებიდან 37 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა. წელს ქველმოქმედებაში მიმართული თანხის რაოდენობა შარშანდელ 3,61 მილიარდს Berkshire Hathaway Inc-ის აქციების შარშანდელი და წლევანდელ ფასებს შორის სხვაობითაა განპირობებული.

ჟურნალი “ფორბსი” სამშაბათს, ბაფეტის მიერ ქველმოქმედებისთვის თანხის გაცემამდე, აცხადებდა, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველ ადგილზე 178,1 მლრ ღირებულების კაპიტალით “ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იყო, ხოლო უორენ ბაფეტი 71,4 მლრ დოლარით მე-7 ადგილს იკავებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად