უორენ ბაფეტი: კრიპტოვალუტებს ფუნდამენტური ღირებულება არ გააჩნია

კრიპტოვალუტა არაფერს აწარმოებს და არანაირი ფუნდამენტური ღირებულება არ გააჩნია, – ამის შესახებ მილიარდერმა უორენ ბაფეტმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს უბრალოდ ჩანაწერია განსაზღვრულ რეესტრში და მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ სამომავლოდ მას ვინმე შეიძენს.

„კრიპტოვალუტებს არანაირი ფუნდამენტური ღირებულება არ გააჩნია, არაფერს აწარმოებენ, არ უზრუნველყოფენ რაიმე სახის მომსახურებას. ღირებულების თვალსაზრისით – ეს ნულია… ყველაფერი, რასაც კრიპტოვალუტები გვაძლევს – ეს არის იმედი, რომ სამომავლოდ მათში ვიღაც უფრო მეტს გადაიხდის, ვიდრე თქვენ“, – განაცხადა უორენ ბაფეტმა.

მისი თქმით, Bitcoin-ი ძირითადად კაპიტალის უკანონო გადატანისთვის იხმარება. ბაფეტს მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტები ჩემოდნებს აგონებს, რომლებითაც ფული ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაჰქონდათ. მან განაცხადა, რომ თავად არანაირი სახის ციფრული ფული არ გააჩნია და რომ არც აპირებს მათ შეძენას სამომავლოდ.

იანვრის ბოლოს, ბაფეტს, ჯასტინ სანსა და კრიპტოინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა. Tron Foundation-ის დამაარსებელმა მილიარდერთან ერთად სადილისთვის 4,56 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა და მას ერთი ბიტკოინი და 1 930 830 ტოკენი TRX აჩუქა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად