უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს დისტანციური სწავლების რეჟიმში დაასრულებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ქვეყნისთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის დასაძლევად, ანტიკრიზისული გეგმა დღეს წარადგინა.

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, პრემიერმა მედიასთან სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. პრემიერის თქმით, სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ განახლდება.

“აიპრესი” დაინტერესდა, შეეხებოდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც. როგორც “აიპრესს” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მიმდინარე სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად