United Airlines-ის ზარალმა 2020 წლის განმავლობაში 7.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია

ამერიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია United Airlines-მა, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად 7.1 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიიღო.

მეოთხე კვარტალში United Airlines-ის წმინდა ზარალმა 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავალი 3.4 მილიარდი დოლარი იყო. მთელი წლის განმავლობაში კომპანიის ზარალმა 7.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

პანდემიის გამო აშშ-ში სამგზავრო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შემცირდა. აშშ-ს წამყვანმა ავიაკომპანიებმა ათიათასობით თანამშრომელი გაგზავნეს უხელფასო შვებულებაში. გაერთიანებული ავიახაზების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სიტუაცია შეიძლება გარკვეულწილად დასტაბილურდეს აშშ-ში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელების ფონზე.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის 24,3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 404 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანა ორივე მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად