UNICEF: ვიმედოვნებთ, სოცდაუცველი ბავშვებისთვის დახმარების 50 ლარამდე გაზრდა სიღარიბეს შეამცირებს

ამის შესახებ ინფორმაციას აეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში ავრცელებს.

“გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ 10-დან 50 ლარამდე. ვიმედოვნებთ, აღნიშნული ღონისძიებახელს შეუწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში.

“გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროსთან მიზნობრივი სოციალური დახმარებისპროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის შემცირების მიზნით.

გაეროს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლაუკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას.

ვაფასებთ რა პოზიტიურად მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა განახორციელებსდამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარებისპროგრამა.   ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მოახდენს კვების ვაუჩერების ეფექტიან ადმინისტრირებას, რომ ამსიკეთით მაქსიმალურად ისარგებლონ ოჯახებმა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებმა ოჯახებმა.

გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ბავშვთა სიღარიბის შემცირებისმიმართულებით, რათა ბავშვებმა საქართველოში ისარგებლონ უკეთესი განათლებით, გაიზარდოს მათი სოციალურიინკლუზია და მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრული განვითარება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ  

ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება არ შეუწყდებათ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...