UNICEF: კონფლიქტურ ზონებში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა

ბოლო ათწლეულში კონფლიქტურ ზონებში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2018 წელს გაეროს ექსპერტებმა სამხედრო კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის 24000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირეს,-ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ავრცელებს.

მათი განმარტებით, ძალადობის შემთხვევები მოიცავს მკვლელობას, დასახიჩრებას, სექსუალურ ძალადობასა და გატაცებას. UNICEF-ის ცნობით, 2018 წელს ასეთი ტიპის დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში გაერო-მ ბავშვთა მიმართ კრიზისულ წერტილებში ძალადობის მინიმუმ 170,000 ფაქტი დააფიქსირა, საშუალოდ ყოველდღიურად დაახლოებით 45 ასეთი შემთხვევა ხდება.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს, კონფლიქტურ ზონებში 12000-ზე მეტი ბავშვი მოკლეს და დაასახიჩრეს.

2019 წელს ტენდენცია გაგრძელდა – პირველ ექვს თვეში არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის 10,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

UNICEF– ის თანახმად, ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების რაოდენობის ზრდა ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ ბოლო წლებში გაძლიერდა ძალისხმევა იმისთვის, რომ ასეთი სახის დანაშაულები გამოძიებული იყოს.

მიუხედავად ამისა, გაეროს ბავშვთა ფონდის ვარაუდით, ფაქტობრივად, ბავშვთა მიმართ ძალადობის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორის თქმით, მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტები უფრო გახშირდა და არასრულწლოვანთა შორის მსხვერპლიც იზრდება.  მისი განმარტებით, კიდევ მრავალი ასეთი შემთხვევა შესაძლოა, საზოგადოებისთვის ცნობილი არც იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად