Unicef-ი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობასა და კრიტერიუმების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

გაეროს ბავშვთა ფონდი ჩაერთვება ე.წ. „ოცნების ქალაქის“ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც განიხილავს კრიტერიუმებს მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით.

შეხვედრაზე განიხილეს Unicef-ის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, რომელთა შედეგადაც აჭარა თანამედროვე ჯანდაცვის სერვისებით ისარგებლებს.

დღესვე ღასან ხალილი კლინიკა „მედინას“ ეწვია, სადაც ორსულთათვის დისტანციური ანტენატალური ზრუნვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც აჭარაში დღეიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად